სემინარები

სასემინარო თემა: ბიოლოგიური სისტემების მათემატიკური მოდელირება და მისი გამოყენება ციტრუსების ინტეგრირებულ დაცვაში, აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ავთანდილ მურვანიძე, 19 დეკემბერი, 16:00 საათი, 38- აუდიტორია, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

სამეცნიერო კვლევის მიზანი იყო დაგვეზუსტებინა აჭარის შავი ზღვის პირა ზონაში, ციტრუსების აგროცენოზში გავრცელებული მავნე(ფარიანები, ცრუფარიანები) და სასარგებლო (მტაცებელი, პარაზიტი) მწერების  რიცხოვნების დინამიკა. შეგვერჩია ციტრუსების აგროცენოზში გავრცელებული ბიოლოგიური სისტემები. შეგვესწავლა ამ სისტემებში შემავალი სახეობების ბიოლოგიური თავისებურებები.   მიღებული მონაცემების  მათემატიკურ მოდელებში შეყვანა და კომპიუტერის  გამოყენებით  მათი რიცხოვნების დინამიკის პროგნოზირება.

კვლევის ასეთი მიდგომა მავნე და სასარგებლო ორგანიზმების რიცხოვნობის რეგულირების საქმეში ციტრუსების აგროცენოზებში პირველად იქნა ჩატარებული საქართველოში. სახეობათა დაზუსტების შემდეგ შერჩეული იქნა ციტრუსების აგროცენოზში გავრცელებული შემდეგი  ბიოლოგიური სისტემები:
მტაცემელი მსხვერპლი - 
1.  ციტრუსოვანთა ფრთათეთრა - სერანგიუმი;
2. ციტრუსოვანთა ცრუფარიანა - ჰილოკორუსი და კრიპტოლემუსი;
3. ციტრუსოვათა ცვილისებრი ცრუფარიანა -ფსევდოფიკუსი და კრიპტოლემუსი;
4. ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანა - როდოლია;
       პარაზიტი მასპინძელი
1.  ციტრუსოვანთა ბალიშა ცრუფარიანა - სკუტელისტა და მიკროტერისი;    
2.  ამერიკული თეთრი პეპელა -  ჩოიოია

კვლევის პერიოდში დავადგინეთ ზემოთაღნიშნული სისტემების შემდეგი ბიოლოგიური პარამეტრები - საწყისი რაოდენობა საშუალოდ ერთ მცენარეზე (ცალი), თაობათა რაოდენობა სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში; სქესობრივი პროდუქცია (1მდედრის) საშუალოდ მთელი წლის განმავლობაში და სქესის შეფარდება;  კვების პერიოდში მტაცებლის მიერ დროის ერთეულში შეჭმული მავნებელი ან პარაზიტის მიერ დასენიანებული მასპინძელი; ბუნებრივი სიკვდილიანობა ფაზების მიხედვით ნორმალურ და ექსტრემალურ პირობებში.  მიღებული მონაცემები შეყვანილი იქნა მათემატიკურ მოდელებში და კომპიუტერის  გამოყენებით მოხდა მათი რიცხოვნების დინამიკის პროგნოზირება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ენტომოფაგების გამოყენებით მივაღწიოთ მავნე ორგანიზმების მიერ მიყენებული ზიანის მნიშვნელოვან შემცირებას.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა