სემინარები

სასემინარო თემა: ფიტოპატოგენური ბაქტერიების ფაგები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი მაკა მურადაშვილი, 21 დეკემბერი, 12:00 საათი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

პირველად ფიტოპათოგენური ბაქტერიების ფაგები აღიწერა 20-იანი წლების ბოლოს (Mellmann... 1924; Coons E.N, Kolile I.E, 1925; Израельский, 1968), რომლებიც გამოყოფილი იქნა ნიადაგიდან, ჩამდინარე წყლიდან, მცენარეების დაზიანებული ქსოვილებიდან. ფიტობაქტერიოფაგები შეიძლება აღმოვაჩინოთ იქ, სადაც ბინადრობენ შესაბამისი ბაქტერიები: დაავადებული მცენარის ქსოვილში, ინფიცირებულ თესლში, ნიადაგში, ჩამდინარე წყლებში და ა.შ. ბაქტერიოფაგების გამოსაყოფად სასურველია, გამოყენებული იქნას მცენარის დაზიანებული უბანი, ან მასთან მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილები, რადგან მეცნიერთა აზრით, ფაგი არ ვრცელდება დამოუკიდებლად დასნებოვნებულ მცენარეში, იგი ფაქტობრივად, კვალდაკვალ მისდევს შეჭრილ ბაქტერიას (Израельский, 1985; Новикова, 1940). დღესდღეობით გამოყოფილია და შესწავლილია სხვადსხვა სახის ფაგები (Yamada... 2007).

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა