მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
27 სექტემბერი 2018 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_10891_1_s.jpg)
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლისათვის დამატებით აცხადებს აპლიკანტთა მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი (საფუძველი: „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“).
სრულად