27 თებერვალი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინასებული პროექტის “ინტერნაციონალიზაციის ინსტრუმენტების, პრაქტიკისა და პერსონალის კომპეტენციების მოდერნიზება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის უნივერსიტეტებში – INTERTOOL “ კონსორციუმის წევრი გახდა. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ჩატარდება სპეციალური სემინარები ინტერნაციონალიზაციის ინსტრუმენტების გაუმჯობესების, საერთო პრობლემატიკის გამოკვეთისა და ახალი საპროექტო განაცხადების მომზადების მიზნით.
26-27 თებერვალს სტოკჰოლმში ჩატარებულ შეხვედრას დაესწრნენ და ბსუ-ს წინაშე არსებული გამოწვევები წარადგინეს INTERTOOL პროექტის კონსორციუმის წევრებმა: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ანზორ ბერიძემ.
პროექტის კოორდინატორია შვედეთის ტენოლოგიების სამეფო უნივერსიტეტი (KTH).