ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში პროფესორ პაატა კერვალიშვილის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ პაატა კერვალიშვილის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო. შეხვედრაზე პროფესორმა თემებზე: „ბირთვული გამოსხივების ბორის იზოტოპების ლეგირებული ნახევარგამტარული სენსორები“  და „ ბიო ნანონაწილაკების ვიბრაციული თვისებების შესწავლა ოპტიკური სპექტომეტრით“ ისაუბრა.

პაატა კერვალიშვილის საჯარო ლექციები 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრები ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა