16 სექტემბერი 2019 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_12980_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე და პროფესორ-მასწავლებლები პირველკურსელებს შეხვდნენ, სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სტუდენტები შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად მარეგულირებელ აქტებს, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური შეფასების წესებს, ელექტრონული სერვისებსა და პროექტებს გაეცნენ.