ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

გარდაიცვალა ფიზიკის დეპარტამენტის ლექტორი ბატონი შოთა ბოლქვაძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფიზიკის დეპარტამენტის ლექტორის ბატონი შოთა ბოლქვაძის გარდაცვალების გამო.

შოთა ბოლქვაძე დაიბადა 1946 წლის 23 ოქტომბერს, 1969 წელს დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობა და მუშაობა დაიწყო ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის მასწავლებლად. ბატონი შოთა უკანასკნელ პერიოდამდე იყო ფიზიკის დეპარტამეტის უფროსი მასწავლებელი და უძღვებოდა  ლექციების კურსს: ასტრონომია, ასტროფიზიკის საფუძვლები, აგროფიზიკა და ა.შ.  მის სახელს უკავშირდება 10-მდე სამეცნიერო შრომა და ორი სამეცნიერო გამოგონება. მნიშვნელოვანია შოთა ბოლქვაძის წვლილი ფიზიკის ლაბორატორიების სრულყოფაში, მისი ინიციატივით შეძენილი ხელსაწყოები კვლავაც ფუნქციონირებს და ეხმარება სტუდენტებს პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში. მისი სახელი დამსახურებულად დაიმკვიდრებს ადგილს ბსუ-ს ისტორიის ფურცლებზე. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა