ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა  სკოლის მოსწავლეებთან ერთად პროექტის  „დისკრიმინაციის,  სიძულვილით  მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ  ბრძოლა  საქართველოში"   ფარგლებში   დაიწყო კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“. კამპანიის ფარგლებში ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში გაიმართა აღმზრდელობითი ღონისძიება „ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი“. შეხვედრაში თანაბრად მონაწილეობდნენ ტიპური განვითარების სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, მე-2, მე-15 და 26-ე საჯარო  სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეებმა წარადგინეს მოხსენებები გენდერულ, სოციალურ, რელიგიურ თანასწორობასა და რასობრივ დისკრიმინაციაზე, ჩაატარეს სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები, ასევე, გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის რესურსცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდ თაობაში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას, დისკრიმინაციისა და  სიძულვილის ენის გავრცელების პრევენციის გზების დასახვას, თანასწორობისა და ტოლერანტობის, ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის განვითარება-დამკვიდრებას.

პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოს მხარდაჭერით.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა