24 დეკემბერი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსისა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მონაწილეობით მხიარული სტარტები ჩატარდა. სტუდენტები სხვადასხვა სახის ფიზიკურ აქტივობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. შედეგი ფრედ დამთავრდა. ღონისძიება ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ხელშეწყობითა და კურსის კურატორების ორგანიზებითა გაიმართა.