ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სტუდენტთა პირველი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია „ჰარმონიული თანაცხოვრება მრავალფეროვან გარემოში“

სურათი

კულტურული მრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა პირველი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია „ჰარმონიული თანაცხოვრება მრავალფეროვან გარემოში“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა ნაცო ბერიძემ, ზუსტმეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ,  რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  გული შერვაშიძემ და ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის კოორდინატორმა ქეთევან ბერიძემ გახსნეს.

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ინიციატივით ევროპის საბჭოს ანტი-დისკრიმინაციული დეპარტამენტის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ კამპანიის „მე ვირჩევ  თანასწორობას“ ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მრავალფეროვნების, კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და კულტურათშორისი დიალოგის ხელშეწყობას მსოფლიოს ხალხთა ჰარმონიული ცხოვრებისათვის. ღონისძიება ასევე ითვალისწინებდა  რელიგიური, გენდერული და განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებებისა და პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას, თანასწორობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზს, მსჯელობას.

კონფერენციის მონაწილეთა შეხედულებების, სხვადასხვა ინიციატივის, იდეის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდნება ერთიანი ხედვა და შემუშავდება რეკომენდაციები. გარდა ამისა, დაისახება კულტურული, რელიგიური, გენდერული და განსხვავებული შესაძლებლობების, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების ხელშემწყობი გზები და შემუშავდება მოზარდეში სიძულვილის ენის აღმოფხვრის ინსტრუმენტები.     


კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო  მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ქართული ენის შესწავლის საკითხი ეთნიკური უმცირესობებისათვისუცხოენოვანი მოსწავლეებისათვის;
  • ადამიანი და ციფრული საზოგადოება, ინფორმაციის სანდოობა „პოსტსიმართლის" ეპოქაში;
  • ემოციური ინტელექტის გავლენა ყურადღების კონცენტრაციაზე და ხანმოკლე მეხსიერებაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეების შესწავლის საფუძველზე;
  • პოზიტიური აზროვნების მნიშვნელობა;
  • ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას;
  • ჰარმონიული ცხოვრების დისბალანსი მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ჩანჩურას” მიხედვით; ქალის გენდერული როლის ერთ - ერთი სირთულე - მშობიარობის შემდგომი დეპრესია;
  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები თანამედროვე ეპოქაში.
  სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა