ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი იაშა დიასამიძე

სურათი

გარდაიცვალა ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის  დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი, საქართველოში აბსტრაქტული მათემატიკის ფუძემდებელი იაშა დიასამიძე.  იაშა დიასამიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათემატიკის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. იგი იკვლევდა  გაერთიანების სრული ნახევარმესერებით განსაზღვრულ ბინარულ მიმართებათა სრულ ნახევარგჯგუფებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუს-პროფესორ იაშა დიასამიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და სამეცნიერო საზოგადოებას.

ემერიტუს-პროფესორი იაშა დიასამიძე დაიბადა 1943 წლის 5 მაისს, სოფელ მარადიდში.  1976 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის, გერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ალგებრის კათედრის ასპირანტურა. 1982 წელს  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კიევის შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2003 წელს, კი - სადოქტორო დისერტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1968-1973 წლებში იყო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის ლაბორანტი. 1977-1992 წლებში, სხვადასხვა დროს ეჭირა ასპირანტის, მასწავლებლის და დოცენტის თანამდებობები. 1992-2004 წლებში იყო მათემატიკის კათედრის დოცენტი,  2004 წლიდან - ამავე კათედრის პროფესორი, ხოლო 2021 წლიდან მათემატიკის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი.

წვლილი, რომელიც იაშა დიასამიძემ შეიტანა მათემატიკური მეცნიერების საგანძურში, უდავოდ მნიშვნელოვანია. მის შრომებში სრულადაა შესწავლილი ნახევარჯგუფებში ელემენტთა მარცხნიდან და მარჯვნიდან გაყოფადობის პირობები და გრინის ექვივალენტობები.
 
იაშა დიასამიძემ გამოსცა მონოგრაფია ,,ბინარულ მიმართულებათა სრული ნახევარჯგუფები“, რომელიც აღიშნულ მიმართულებაში პირველი იყო.

ემერიტუს-პროფესორი, საქართველოში აბსტრაქტული მათემატიკის ფუძემდებელი იაშა დიასამიძე დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა