21 ნოემბერი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნორვეგიულ-ქართულ-მოლდავურ-უკრაინული საშემოდგომო სკოლა ინოვაციებისა და რისკების მართვის შესახებ“ გაიხსნა. საშემოდგომო სკოლა 21-26 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში 30-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მიზანია საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში რაოდენობრივი რისკის მართვის და მასთან დაკავშირებული თემების ოპტიმალური გადაწყვეტილების მხარდაჭერა. უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და ნორვეგიის უნივერსიტეტების მდგრადი ქსელის განვითარება და ბიზნესის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ევროპის პარტნიორ ორგანიზაციებში განახლდება საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტები, ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები.
საშემოდგომო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნორვეგიის ტრონჰეიმის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო პროექტის CPEA-LT-2016/10003 ,,გლობალური ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი ცვლილებებით გამოწვეული კვლევებზე დაფუძნებული განათლების კვლევაზე ორიენტირებული განათლება ინდუსტრიისა და მომსახურების რისკის მართვაზე" ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1-15 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში ჩატარდა საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებიც ნორვეგიაში გაცვლითი პროგრამით უკვე ისარგებლა ბსუ-ს მაგისტრანტმა.
Autumn_School_2022_Program