ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

შეხვედრა პროექტში ჩართული საპილოტე სკოლების მასწავლებლებთან

სურათი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტშის „ციფრული ინოვაციების დანერგვა  სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“) ფარგლებში, ბსუ-ს პერსონალმა შეხვედრა გამართა პროექტში ჩართული საპილოტე სკოლების მასწავლებლებთან. შეხვედრის მიზანი იყო   პროექტის ფარგლებში შემუშავებული მენტორინგის მოდელის პილოტირების პროცესის შეფასება და უკუკავშირი. მენტორინგის მოდელი გულისხმობს სკოლების უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შეფასების უახლესი მიდგომებისა და სწავლის ანალიტიკური სტრატეგიების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილმა აქტივობებმა ასევე ხელი შეუწყო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას ციფრული ინოვაციების დანერგვის კუთხით. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა