20 მარტი 2023 წელი
„ერაზმუს+“-ის პროექტის ,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად" (Curriculum Innovation for Social Inclusion – CISI) ფარგლებში, მოკლევადიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“. ტრენინგში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, სპეცმასწავლებლები და სსსმ მოსწავლეთა მშობლები მონაწილეობდნენ. ტრენინგის მიზნად ისახავდა მსმენელებისთვის აუტიზმის სპექტრის აშლილობების მიზეზების, სიმპტომების, სპეციფიკური სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განმავითარებელი და სწავლების სტრატეგიების გაცნობას. ტრენინგი ონლაინ ფორმატით განხორციელდა და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტ CISI-ის გათვალისწინებით, პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების და მათ შორის, ბსუ-ს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის მომზადდა სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული სასწავლო კურსები სალექციო მასალებით და შემუშავდა მოკლევადიანი სატრენინგო პროგრამები. პროექტის ფარგლებში თსუ-ს და ბსუ-ს მიერ მზადდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელება დისტანციური სწავლების ფორმატით იგეგმება.