ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

USAID-მა განათლება მომავლისთვის პროგრამის განსახორციელებლად ბსუ შეარჩია

სურათი

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის  უნივერსიტეტების შერჩევის პროცესი დასრულდა და კომისიის გადაწყვეტილებით პროექტი ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით განხორციელდება.

შერჩეულ უნივერსიტეტებში, მათ შორის  ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID განათლება მომავლისთვის პროგრამა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური დახმარებით ხელს შეუწყობს მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარებას.  

▪️ შემუშავდება ახალი სასწავლო კურსები, რომელიც დაფუძნებული იქნება სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე 

▪️ გაძლიერდება სასკოლო პრაქტიკის კომპონენტი

▪️ გაუმჯობესდება აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარები

▪️ გაიზრდება  ხელმისაწვდომობა თანამედროვე ლიტერატურაზე

▪️ უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა  და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა

პროგრამასთან თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვა შეეძლოთ უნივერსიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების ან/და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას, ან გეგმავენ განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის შექმნას. 

გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა სულ თხუთმეტმა უნივერსიტეტმა.  აღსანიშნავია, რომ მომავალში, პროგრამის ფარგლებში,  გათვალისწინებულია თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები განათლების პროგრამების განმახორციელებელი ქართულ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტისთვის.  

ვულოცავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ასევე შერჩეულ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა