ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

აშშ-ში განხორციელებული სასწავლო ტურის შედეგების წარდგენა გაიმართა ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის „მომავალის მასწავლებლები“ (Teachers of Tomorrow (TOT)  ფარგლებში, აშშ-ში განხორციელებული სასწავლო ტურის  მონაწილეებმა - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ და პროფესორმა ნანა მაკარაძემ ვიზიტის შედეგები წარადგინეს. სასწავლო ტურის მონაწილეებმა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში - ბოსტონში, ვერმონტსა და ნიუ იორკში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო  პროგრამის „მომავალის მასწავლებლები“ (Teachers of Tomorrow (TOT) პარტნიორი პროგრამის „USAID განათლება მომავლისთვის“ საუნივერსიტეტო განათლების უფროსმა მრჩეველმა ეკატერინე სლოვინსკიმ.

ღონისძიებაში ასევე ონლაინ ფორმატით ჩაერთო არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ინტეგრაციის მენეჯერი ქეთევან ჩაჩხიანი, რომელმაც არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა