21 ნოემბერი 2024 წელი
2024 წლის 21 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ფარგლებში, გაიმართება მე-11 სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
რეგლამენტი: მოხსენება – 10 წუთი; კითხვა-პასუხი – 5 წუთი
კონფერენციის ფორმატი: პირისპირ
კონფერენციის საორენტაციო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
-
პიროვნება და საზოგადოება;
-
თანასწორობა და დისკრიმინაცია;
-
მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
-
კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში;
-
ძალადობა;
-
მოქალაქე, საზოგადოება, სახელმწიფო;
-
ადამიანის უფლებები;
-
ჯანსაღი ცხოვრების წესი;
-
გენდერი;
-
ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
-
სწავლების თანამედროვე მიდგომები - პროექტზე, პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება;
-
სწავლების თავისებურებები და გამოწვევები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენები, გეოგრაფია, ისტორია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სპორტი, ხელოვნება...);
-
სკოლის მართვა, ინოვაციები და ხარისხის უზრუნველყოფა;
-
მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა;
-
მშობლის როლი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში და სხვ.
გაითვალისწინეთ, თემატიკის ჩამონათვალი საორიენტაციოა და შეგიძლიათ, წარმოადგინოთ მოხსენება სასკოლო განათლების შესახებ ნებისმიერ სხვა საკითხზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
კონფერენციის თეზისები მომზადებული უნდა იყოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად:
თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას და წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის (Word) ფაილში; შრიფტი Sylfaen; ზომა -11 (სათაურებისთვის დასაშვებია შრიფტის ზომა იყოს 12); მანძილი სტრიქონებს შორის - 1.5.
თეზისები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-
ავტორ(ებ)ის სრული სახელი და გვარი;
-
ხელმძღვანელის სრული სახელი და გვარი;
-
ორგანიზაცია/უნივერსიტეტი, სკოლა, ქალაქი, ქვეყანა;
-
ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელფოსტა;
-
კონფერენციის თემატური მიმართულება, რომელსაც შეესაბამება წარმოდგენილი თეზისი;
-
თეზისის სათაური;
-
საკვანძო სიტყვები;
-
თეზისი (ძირითადი ტექსტი).
კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:
-
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 2024 წლის 3 დეკემბერი;
-
სამეცნიერო კომიტეტის მიერ თეზისების შეფასება და კონფერენციაზე წარსადგენად შერჩევა - 2024 წლის 5 დეკემბერი;
-
კონფერენციის ჩატარების თარიღი – 2024 წლის 21 დეკემბერი
მონაწილეთა დაჯილდოვება
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები
სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის წევრები
-
ლელა თურმანიძე, პროფესორი
-
ლელა თავდგირიძე, პროფესორი
-
ნანა მაკარაძე, პროფესორი
-
ნატო შეროზია, ასოცირებული პროფესორი (სტუდენტთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელი)
-
ნანი მამულაძე, ასოცირებული პროფესორი
-
მადონა მიქელაძე, ასოცირებული პროფესორი
-
ქეთევან შოთაძე, ასოცირებული პროფესორი
-
მარინე გურგენიძე, ასოცირებული პროფესორი
-
დარეჯან გელაძე, ასოცირებული პროფესორი
-
დიანა ახვლედიანი, ასისტენტ პროფესორი
-
მაია ვანიძე, პროფესორი
-
ბესიკ ციცაგი, ასისტენტ პროფესორი
-
მიხეილ დონაძე, ასოცირებული პროფესორი
-
იზოლდა ჯაბნიძე, ასოცირებული პროფესორი
-
დალი დობორჯგინიძე, ასისტენტ პროფესორი
-
ნინო სამნიძე, ასოცირებული პროფესორი
-
თათია ნაკაშიძე-მახარაძე, ასოცირებული პროფესორი
-
მედეა დიასამიძე, ასისტენტ პროფესორი
-
მანანა თავდგირიძე, ასისტენტ პროფესორი
-
ქეთევან თადუმაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სპეციალისტი
-
თეონა ქარცივაძე, სტუდენტი
-
ემზარ ჭელიძე, სტუდენტი
-
თამარი მაისურაძე, სტუდენტი
საკონტაქტო პირები:
-
ნატო შეროზია (კოორდინატორი) - სტუდენტთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელი; ტელეფონი: (+995) 577 173707, ელფოსტა: nato.sherozia@bsu.edu.ge
-
ქეთევან თადუმაძე - ტელეფონი: (+995) 579191997
-
თეონა ქარცივაძე - ტელეფონი: (+995) 591957359