11 დეკემბერი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა ახალი თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები შეიძინა (მიკროელექტრონიკისა და ტრანსფორმატორების ტრენინგ სისტემა). ლაბორატორიები უზრუნველყოფენ როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში ინოვაციურ მიდგომებს. აღჭურვილობა მრავალჯერადი და მულტიფუნქციური გამოყენების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებას და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას.
უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლაბორატორიული აღჭურვილობის მუდმივ განახლებასა და თანამედროვე ხელსაწყოების ჩანაცვლებას, რათა სტუდენტებმა მიიღონ განათლება უახლესი სტანდარტების შესაბამისად.