შეხვედრა სტუდენტებთან
23 სექტემბერი 2019 წელი
შეხვედრა სტუდენტებთან
შეხვედრა სტუდენტებთან
შეხვედრა სტუდენტებთან
შეხვედრა სტუდენტებთან
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო გოგოტიშვილი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ. საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა ახალგაზრდებს ბსუ-ს რექტორთან ბატონ მერაბ ხალვაშთან და სამართლის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მიულოცეს 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება, საქართველოს კონსტიტუციასა და მასში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადასცეს ირაკლი კობახიძის ავტორობით გამოცემული უახლესი სახელმძღვანელო „კონსტიტუციური სამართალი“.
სრულად