პროკურორებმა სტუდენტებს ქალთა მკვლელობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკა გააცნეს
13 მარტი 2023 წელი

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა პაატა ცეცხლაძემ და ხატია ჩხენკელმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს გენდერის ნიშნით მკვლელობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემატური საკითხები, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკა, სტერეოტიპული დამოკიდებულებები და გენდერული როლები. შეხვედრის მსვლელობისას აგრეთვე, განიხილეს საქართველოს პროკურატურაში არსებული სერვისები, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ოჯახში ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლს.
სრულად