დაუნის სინდრომი და ფსიქოლოგიური გარემო
21 მარტი 2023 წელი
დაუნის სინდრომი და ფსიქოლოგიური გარემო
დაუნის სინდრომი და ფსიქოლოგიური გარემო
დაუნის სინდრომი და ფსიქოლოგიური გარემო
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა (ინიციატორები მეოთხე კურსის სტუდენტები: მარიამ მახარაძე, ნათია შაინიძე, მარი ფარტენაძე) დაუნის სინდრომის შესახებ ფილმის ჩვენება და პრეზენტაცია გამართეს. სტუდენტებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მნიშვნელობაზე, რომელიც გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება. ღონისძიებაზე სტუდენტებმა ასევე იმსჯელეს ფსიქოლოგიური გარემოს როლზე, რომელიც განაპირობებს ამ სინდრომის მქონე ადამიანების სოციუმში ინტეგრაციას. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დაუნის სინდრომის მქონეთა მიმართ ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა ხელებზე ფერადი ანაბეჭდებით გამოხატეს.
სრულად