ფულბრაიტის მკვლევრის ვიზიტი ბსუ-ში
17 ოქტომბერი 2024 წელი
ფულბრაიტის მკვლევრის ვიზიტი ბსუ-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ფულბრაიტის მკვლევარი ლილი ო’ტული 9-თვიანი კვლევითი ვიზიტით ეწვევა. ლილი კვლევას განახორციელებს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელის, პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის მოწვევით და მასპინძლობით. აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამყვანი საჯარო სკოლის - ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლილი მომდევნო წელი ცხოვრობდა და მუშაობდა რიგაში, ლატვიაში. მისი ამჟამინდელი პროექტის განმავლობაში, ის შეისწავლის მიგრანტების მასობრივ შემოსვლას ბათუმში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და ამ ჯგუფის გავლენას ქართულ საზოგადოებაზე ევროპული მომავლისთვის ბრძოლის კონტექსტში. კვლევის მიზნით, ლილი გეგმავს დაუკავშირდეს როგორც ადგილობრივ, ისე მიგრანტთა საზოგადოებას, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეობით პრაქტიკას და მეთოდებს.
სრულად