იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე

სურათი

„წითელი ჯვრის“ ბათუმის ფილიალის მოხალისეებმა და ტრენერებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარეს პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე. სწავლება მიზნად ისახავდა პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის საჭირო ცოდნის მიღებას. პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი საფეხურის სტუდენტთა ინიციატივით, უნივერსიტეტის ყველა კორპუსსა და სართულზე თებერვალში მოეწყობა პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხეები.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა