იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტებმა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის აკადემიის საგანმანათლებლო პროექტში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

18-21 აპრილს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცონეობის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის აკადემიის მოკლევადიან საგანმანათლებლო პროექტში. პროექტის პირველ ეტაპზე ამირან აბაშიძემ, გიორგი შავაძემ, ლევან დუმბაძემ, მარიამ ირემაძემ, ანა დოლიძემ, ნინი ბუცხრიკიძემ, გაბრიელ ღვინიანიძემ ლექციები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: თავისუფლება, თანასწორობა, წესრიგი, კეთილდღეობა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, რელიგიური თანასწორობა, კეთილდღეობა, თავისუფალი სასამართლო და ა.შ. საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავდა პოლიტიკური განათლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის პროცესის თანმდევ პრობლემებსა და გამოწვევებზე სტუდენტებმა წარმოადგინეს პროექტები. საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ეტაპზე, მაისში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება გამარჯვებული პროექტი „მედია რენტგენი“, რომელშიც ბსუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე, 27-30 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ პროქტის მონაწილე სტუდენტები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბებიან. სკოლის მიზანია განხორციელებული პროექტების განხილვა და სიმულაციის - „პოლიტიკა და მოლაპარაკებები“ (Politics and Bargaining) ორგანიზება.

პროექტის მონაწილეებს სრული კურსის დამთავრების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცემათ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა