იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ეროვნული იდენტობის ფორმირების პრობლემები აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“

სურათი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ეროვნული იდენტობის ფორმირების პრობლემები აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეროვნული აღმშენებლობის პროცესებში გამოვლენილი ნაციონალური (ეთნოკულტურული) და სამოქალაქო იდენტობის კონვერგეციის პროცესების წინააღმდეგობრიობისა და კონფლიქტოგენურობის გაანალიზებას. სესიაზე  30-მდე ქართველი, ყაზახი, მოლდაველი, პოლონელი, ესტონელი მკვლევარმა ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ყაზახეთის ფილოსოფიის, პოლიტოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა