ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნიევრსიტეტში ახალი საბაკალავრო საგანამანთლებლო პროგრამის ,,საჯარო მმართველობის“ შემუშავების მიზნით და დასაქმების ბაზრის შესასწავლად სამუშაო ჯგუფის კვლევა ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდნენ აჭარის ა.რ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების. კვლევის მიზანი იყო საგანამანთლებლო პროგრამის საჭიროებების დაგენა, პროგრამის საორიენტაციო მიზნების და შედეგების განსაზღვრა. ფოკუს-ჯგუფებსა და ინტერვიუებში მონაწილეებმა წარმოაჩინეს შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნები. ქვეყანაში, როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ დონეზე, დიდი მოთხოვნაა საჯარო მმართველობის დარგის ისეთ კვალიფიციურ სპეციალისტებზე, რომლებსაც საფუძვლიანად ეცოდინებათ სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოთა უფლემამოსილებები, მისი განხორციელების ორგანიზაციულ-მმართველობითი, ინფორმაციულ-მეთოდური თუ კომუნიკაციური უზრუნველყოფა.
უკან |