იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“

სურათი

18-25 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის იმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“. საზაფხულო სკოლის მიზანია კონსტიტუციურ სამართალში, კერძოდ, კონსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების შესახებ სამართლის სკოლის სტუდენტების პროფესიული ცოდნის ამაღლება, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა, სტუდენტებსა და პროფესორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი  განათლების  ხელშეწყობის“ 2019 წლის სეზონური სკოლის ქვეპროგრამის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) პარტნიორობითა და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის თანადაფინანსებით.

ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა