იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიზიტი ლატვიის უნივერსიტეტში

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა და სამართლის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ  მონაწილეობა მიიღეს 15-18 ოქტომბერს, ლატვიის უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციაში. ვიზიტის ფარგლებში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი სხვადასხვა ევროპული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა. ლატვიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანთან ანიტა როდინასთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტების სწავლება, სამეცნიერო პროექტებში ჩართვა და  ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საგრანტო განაცხადის ერთობლივად წარდგენა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა