ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა. საკონკურსო კომისიამ ნარგიზ ცეცხლაძის, ლინდა შალამბერიძისა და ანნა მდინარაძის შემადგენლობით 18 კონკურსანტიდან 14 მონაწილე შეარჩია. მომავალი სამართალდამცავები სტაჟირებას იურიდიულ კლინიკაში გაივლიან. სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების ხელშეწყობას.
უკან |