სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტმა, ფსიქოლოგმა ვიქტორია მელიხოვამა ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის კლინიკის ორგანიზებით საჯარო ლექცია ჩაატარა თემებზე: „თანადამოკიდებულება“ (ზოგადი ცნებები, ძირითადი მახასიათებლები) და „თანადამოკიდებულებითი ქცევისაგან გამოჯანმრთელების ბიო-ფსიქო-სოციალურ-სულიერი მოდელი“ (სიმპტომები, მახასიათებლები, რეაბილიტაციის მეთოდები). ვიქტორია მელიხოვამა ისაუბრა თვითდიაგნოსტიკასა და თანადამოკიდებულების პარალელურობის შესახებ დამოკიდებულების გამოვლინების შემთხვევაში. მომხსენებელმა პასუხი გასცა კითხვას, თუ რატომ რჩება ადამიანს საკუთარი ინტერესები უყურადღებოდ, როცა მისი ყურადღება მიმართულია სხვა პიროვნებაზე. ასევე განიხილა თანადამოკიდებულებათა ქცევა, კარპმანის სამკუთხედი, მხსნელი-კონტროლიორი-მსხვერპლი, არაჯანსაღი ქცევიდან გამოსვლასა და ჯანსაღ ქცევაზე გადასვლაზე (როლების ტრანსფორმაცია).
უკან |