ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო 23 ოქტომბერს, ვილნიუსში გამართულ ლიეტუვას კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. მალხაზ ნაკაშიძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: „საჯარო მონაწილეობა კონსტიტუციის მიღებისა და ცვლილებების პროცესში საქართველოში“. კონფერენცია ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის, საკონსტიტუციო სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მალხაზ ნაკაშიძე შეხვდა მიკოლას რომერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და ბსუ-ს სამართლის სპეციალობის სტუდენტებს, რომლებიც მიკოლას რომერის უნივერსიტეტში ლიეტუვას მთავრობის სტიპენდიის ფარგლებში სწავლობენ.
უკან |