კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროს, აუდიტის სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია ჩაატარეს კორუფციის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თემატიკაზე. მომხსენებლებმა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ანტიკორუფციული პოლიტიკის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართვის მექანიზმის, საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და სახელმწიფო შესყიდვების კორუფციის პრევენციის აქტუალური საკითხები გააცნეს.
უკან |