ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და ორგანიზაციის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. გეოპოლიტიკური სწავლების საერთაშორისო ცენტრის (CGS) დირექტორმა, ექსპერტმა ნატო ბაჩიაშვილმა სტუდენტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობების პროცესის აქტუალური საკითხები გააცნო. ღონისძიება პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობის ამაღლება“ ფარგლებში ჩატარდა.
უკან |