30 ივნისს ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმის პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მე-7 კონფერენციის ფარგლებში, საფრანგეთის პარლამენტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ საფრანგეთის პარლამენტის ისტორიას, მუშაობის პრინციპებს, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, პარლამენტის როლს ეროვნულ და ევროპულ პოლიტიკაში. ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის გრანტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
უკან |