იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ინტენსიური კურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება იურიდიული ეთიკის ინტენსიურ კურსს (crash course) ატარებს.  კურსი (crash course) მიზნად ისახავს, დაეხმაროს სტუდენტებს გააცნობიერონ ადვოკატირების პროცესში გადაწყვეტილების მიღების ეთიკური განზომილება და დაეხმაროს მათ დამოუკიდებლად დასახონ იმ პოტენციური ეთიკური საკითხების მართვის გზები, რომლებსაც ისინი შეხვდებიან პრაქტიკაში. სწავლების პროცესს უძღვებიან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ინტენსიური კურსი მოიცავს ლექციების სერიას ადვოკატის პროფესიის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე. წარმოდგენილი არის ასევე  საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის რეგულაციების შედარებითი ანალიზი ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე. კურსი მოიცავს ყველა იმ ძირეულ საკითხს, რაც აუცილებელია იურიდიულ პრაქტიკაში შემავალი სტუდენტისათვის.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ინტენსიურ კურსს იუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ატარებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა