„ერასმუს+“-ის პროექტის „MEDIATS: მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო შემაჯამებელი სემინარი გაიმართა. ბსუ-დან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პროექტ „MEDIATS“-ის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პირებმა. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან ჯაყელი ჩაერთო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების როლს მედიაციის განვითარებაში. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პროექტის მეორე სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია ბსუ-ს აკადემიური პირებისა და სტუდენტების მოხსენებები.
საერთაშორისო სემინარს ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმში შემავალი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე და მისი წევრები, საქართველოში მედიაციის საკითხებზე მომუშავე პირები, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და მედიაციით დაინტერესებული სხვა პირები.
უკან |