ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ სადისკუსიო თემაზე მოხსენება წარმადგინეს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა: ანა ხვედელიძემ, ნიკა ფარტენაძემ, მეგი პაქსაძემ, დავით კახიძემ და სანდრო კიკნაძემ. დისკუსიას მოდერაციას უწევდნენ პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე და მოწვეული მასწავლებელი ნიკოლოზ მეგრელიშვილი.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 2 დეკემბერს დაიწყო და მასში საქართველოს 15 უნივერსიტეტი მონაწილეობს. ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება.
უკან |