ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები აჭარის ა.რ უმაღლეს საარჩევნო კომისიას ეწვივნენ. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ უსკოს მუშაობის არეალს, წევრების დაკომპლექტების წესს, ელექტრონული არჩევნების მნიშვნელობას, უსკოს პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. შეხვედრა სალექციო კურსის - დემოკრატია და მოქალაქეობის გასვლითი ლექციის ფარგლებში ჩატარდა".
უკან |