ბსუ-ს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ომარ ფარტენაძის ორგანიზებით პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან თემაზე: „სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული კანონმდებლობის რეგულაციები ცივი იარაღის, ქურდობის, ხულიგნობის, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში“. პროფესორ ომარ ფარტენაძესთან ერთად პრეზენტატორები იყვნენ სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები: თემო ქარცივაძე, მარიამ წულუკიძე, ლუკა ტაკიძე, თათია მჟავანაძე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პრეზენტატორებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
უკან |