ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის კოორდინატორმა ნარგიზ ცეცხლაძემ და კლინიკის წევრმა სტუდენტებმა: ხატია ლეონიძემ, მარიამ ლორთქიფანიძემ, სოფიკო ჭაღალიძემ და აკაკი შერვაშიძემ შეხვედრა გამართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში. მოსწავლეებთან თემაზე: ,,ბავშვთა მიმართ ძალადობის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, პრევენცია, შედეგები და მისი დაძლევის გზები’’.
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ყურადღება გამახვილდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ მოქმედ შიდა ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები. კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის და პასუხისმგებლობის ღონისძიებები; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება, ბავშვის უფლებათა კონვენციით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცული უფლებები ბავშვთა მიმართ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინებისას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, ღონისძიების მონაწილეებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ძალადობის პრევენციის, აღნიშნული გლობალური პრობლემის დაძლევის გზების შესახებ.
უკან |