ბსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დამფუძნებელთა კრება: ქართული პარლამენტარიზმის გამოცდილება" გაიმართა. კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელებმა და დოქტორანტებმა სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგებზე. მკვლევრებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს დამფუძნებელი კრება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ, საპარლამენტო ფრაქციები საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ფრანგული თარგმანი, დამფუძნებელი კრების შეფასება ქართულ ბეჭდურ გამოცემებში, დამფუძნებელი კრების უკანასკნელი სხდომები ბათუმში, დამფუძნებელი კრება და აჭარა.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს თემებზე: დამფუძნებელი კრების საარჩევნო კამპანიის ეთიკური ასპექტები, დამფუძნებელი კრების საქართველოში დარჩენილი დეპუტატები: პირველი რეპრესიები, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი და დამფუძნებელი კრება.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა წიგნის „საქართველოს დამფუძნებელი კრება“. წიგნი მალხაზ მაცაბერიძემ, ოთარ ჯანელიძემ, ირაკლი იაკობაშვილმა, პაატა სურგულაძემ, თამარ ორჯონიკიძემ და ნათია ზედგენიძემ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საგრანტო პროექტის - „საქართველოს დამფუძნებელი კრება: ქართული პარლამენტარიზმის გამოცდილება“ ფარგლებში გამოსცეს.
კონფერენცია ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |