ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით საჯარო შეხვედრა გაიმართა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ბალავარის’’ (ხელმძღვანელი - მასწავლებელი თამრიკო გორგილაძე) წევრებთან და ამავე სკოლის 8-ე 9-ე 10-ე კლასის მოსწავლეებთან თემაზე ,,ნაადრევი ქორწინება საქართველოში, გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები’’. იურიდიული კლინიკის წარჩინებულმა სტუდენტებმა: დიანა ხახუტაიშვილმა, სალომე დავითაძემ, მეგი შანთაძემ, ნინო კონცელიძემ და ქეთი ღლონტმა პრეზენტაციები წარადგინეს ნაადრევი ქორწინების მიზეზების, შედეგების, შიდა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის აღნიშნული მიმართულების საკითხებზე.
პრეზენტატორებმა და მონაწილე მოსწავლეებმა განიხილეს ადრეულ ქორწინების მანკიერ მხარეზე; ასევე ზოგადად ბავშვისთვის ზიანის მომტანი ტრადიციების პრევენციასა და აღმოფხვრაზე, აღნიშნულზე ბავშვის მიერ სწორი ინფორმაციის მიღების უფლებაზე; სახელმწიფო უწყებების რეაგირებაზე მსგავს შემთხვევებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მუშაობაზე; ოჯახის, სკოლის როლზე ადრეული ქორწინებით გამოწვეული სტატისტიკის მინიმუმამდე დაყვანის და არსებული საფრთხეების შესამცირებლად.
უკან |