იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია: „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიური ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია: „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ გაიმართა. კონფერენციაში  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე უკრაინის, სუმის მაკარენკოს სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებების, ადამიანის უფლებების, ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირში დემოკრატიის, კარგი მმართველობის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და სხვა აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის ფარგლებში, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.

კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის ჟან მონეს კათედრის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის პროგრამა -  http://jeanmonnetchair.edu.ge/students-conference


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა