იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი „პრაქტიკული სამართლის სწავლება“

სურათი

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის სწავლების ხელშეწყობა“. პროქტის ფარგლებში, 21-23 თებერვალს გამართულ ტრენინგს „პრაქტიკული სამართლის სწავლება“ (Street Law Teainin) ესწრებოდნენ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკლუტეტის დეკანი ლევან ჯაყელი, პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორი ცირა კომახიძე და პროექტში ჩართული სტუდენტები. სწავლებას უძღვებოდნენ საერთაშორისო ტრენერები - რიჩარდ გრაიმსი და ემი ვოლასი.

პროექტის საპილოტე ფაზის განხორციელება დაიწყება 6 მარტს და დასრულდება 2 ივნისს, რომლის შემდეგ იგეგმება პრაქტიკული სამართლის (street law) კლინიკური სწავლების დანერგვა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა