იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა და ასისტენტ პროფესორმა არჩილ ვარშალომიძემ 26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 5-დღიან ღონისძიებათა ციკლში. ღონისძიება ითვალისწინებდა სამუშაო შეხვედრებს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, პოლიტიკური ფონდებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.

ღონისძიების ეგიდით, შეხვედრა გაიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის წევრთან, კნუტ აბრაჰამთან (დიპლომატი და ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში რეფერენტის (დეპარტამენტის ხელძღვანელი) თანაშემწეთან, პაულ ამანსთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, პრობლემები და ორივე მხარის ხედვები. შეხვედრების მეორე ნაწილი დაეთმო იმ პოლიტიკური ფონდებისა და ანალიტიკური ცენტრების მკვლევრებთან დისკუსიას, რომლებიც გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფორმირება-კორექტირებაში გარკვეული წვლილი მიუძღვით. ვიზიტის ფარგლებში ქართული რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეხვდნენ ჰუმბოლდტის, ბერლინის თავისუფალი, ბონის და ვიადრინას (ფრანკფურტი ოდერზე) უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ასევე მონაწილოება მიიღეს უკრაინაში რუსული აგრესიული ომის ერთი წლისადმი მიძღვნილ ბერლინში გამართულ ღონისძიებაში - „კაფე კიევი - ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას“ და დაესწრნენ პანელურ დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა, სლოვაკეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ელჩმა.

ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაციის „Egeria Solutions“ და კონრად ადენაუერის ფონდის (CAS) მიერ ორგანიზებული „ქართული უმაღლეს სასწავლებლებში ევროპული კვლევებზე მომუშავე აკადემიური პერსონალის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა