იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი „ნაადრევი ქორწინება, გამომწვევი მიზეზები, პრობლემები და მისი აღმოფხვრის გზები“

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, იურისტმა ნარგიზ ცეცხლაძემ  საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორანიზაციისა და იუნისეფის (UNICEF Georgia)  ერთობლივი პროექტის  „აჭარის სკაუტები ბავშვთა უფლებების დასაცავად, ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით აჭარის მაღალმთიანეთში” ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის რესურცენტრში ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ნაადრევი ქორწინება, გამომწვევი მიზეზები, პრობლემები და მისი აღმოფხვრის გზები“. ტრენერმა მსმენელებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ნაადრევი ქორწინების მიზეზები, შედეგები, შიდაეროვნული და საეართაშორისო კანონმდებლობა აღნიშნული მიმართულებით, ნაადრევი ქორწინების სტატისტიკა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

ნარგიზ ცეცხლაძემ დეტალურად ისაუბრა აგრეთვე ადრეულ ქორწინების მანკიერ მხარეზე, ბავშვისთვის ზიანის მომტანი ტრადიციების პრევენციასა და აღმოფხვრაზე, აღნიშნულზე ბავშვის მიერ სწორი ინფორმაციის მიღების უფლებაზე. სახელმწიფო უწყებების რეაგირებაზე მსგავს შემთხვევებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მუშაობაზე; ოჯახის, სკოლის როლზე ადრეული ქორწინებით გამოწვეული სტატისტიკის მინიმუმამდე დაყვანის და არსებული საფრთხეების შესამცირებლად.

ადრეული ქორწინების დროს გოგონების უფლებების დარღვევაზე იმსჯელეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა შეფასებით, საჭიროა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები ადრეული ქორწინებისა და მისი უკუშედეგების შესახებ. ამ კამპანიების განსაკუთრებული სამიზნე უნდა იყოს ის რეგიონები, სადაც ყველაზე მაღალია ნაადრევი ქორწინებისა რიცხვი 18 წლამდე ასაკის გოგონებში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისათვის. საჭირო მათი პროფესიული უნარების ათვისება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა