15-21 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები(ნინო ლორთქიფანიძე, ლინდა სურმანიძე მეგუნა პაკსაძე და ნიკა ფარტენაძე) ერთი კვირის განმავლობაში ეუფლებოდნენ დებატების ტექნიკას. ნინო ლორთქიფანიძემ და ნიკა ფარტენაძემ III ადგილი დაიკავეს. პროგრამა მიზნად ისახავდა დებატების ხელოვნების დაუფლებას, სწრაფად აზროვნების და მოკლე დროში გუნდური გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გაღრმავებას. დებატების ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ხოლო დებატ ბანაკის ყველა წევრს - მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
უკან |