აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. ბიუროს წარმომადგენლებმა მომავალ სამართალდამცველებს წარუდგინეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის, საქართველოს სააღსრულებო სისტემისა და აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლების შესახებ. სტუდენტები ასევე გაეცნენ გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულების წესსა და აღსრულების პროცესში მედიაციის ჩართულობას.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, პრევენციულ კომუნიკაციას, რათა ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
უკან |