დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, რექტორის მოადგილესთან ანზორ ბერიძესთან ერთად, იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.
განსაკუთრებული ინტერესი მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მოხალისეობრივი საქმიანობის შემდეგ, პრობაციის ოფიცრად დასაქმდნენ; სააგენტოს კი - მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.
უკან |