ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საზოგადებროვ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორებმა ირაკლი გორგილაძემ, ლაშა ბაჟუნაიშვილმა და საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტის მოწვეულმა სპეციალისტმა ლაშა ბერიძემ მონაწილეობა მიიღეს ზალცბურგის პარის ლოდრონის უნივერსიტეტის (ავსტრია) პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ღონისძიებაში - PoSIG-ის მასწავლებელთა აკადემია - "მდგრადობა კონფლიქტების ფონზე: მიგრაცია, გენდერი და მმართველობა" (მოხსენების სათაური - „რევერსული მიგრაცია და საქართველოს უსაფრთხოების დილემა უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე“. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი - ხარისხის მენეჯმენტისა და ერთობლივი კურიკულუმის განვითარება. ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრები გაიმართა ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.
უკან |